ბავშვების ნახატები - გამოფენა/კონკურსი

Posted on June 4, 2008

სალამი ყველას.

ამჯერად გადავწყივეთ ბავშვების ნახატების კონკურსი მოვაწყოთ. ბავშვებს ყველაზე კარგად განვითარებული ფანტაზია აქვთ და რაც მთავარია გააჩნიათ თავისებური და ორიგინალური გამოხატვის უნარი.

გამოგვიგზავნეთ ბავშვების ნახატები ჩვენს ფოსტაზე:

dila@rustavi2.com

ან მოიტანეთ ისინი რუსთავი2-ის შენობაში მისამართზე:dilisposta.gif

ვაჟა ფშაველას გამზირი # 45

თბილისი.

შენობის პირველივე სართულზე დამონტაჟებულია ყუთი წარწერით ”დილის ფოსტა”. ბავშვების ნახატები შეგიძლიათ მოათავსოთ ამ ყუთში.

ახლა კი წარმოგიდგენთ რამდენიმე ნამუშევარს რომელიც პატარებმა გამოგვიგზავნეს:

_

გიორგი მეთოფიშვილი

10 წლის

გარდაბნის რაიონი სოფელი გამარჯვება.

giorgi-spiderman.jpg

_

ლიკა ბაღაღოშვილი

მე-5 კლასელი

ქ. ყვარელი

lika.jpg

_

ნიკა ბექაური

11 წლის

თიანეთის რაიონი სოფელი ნაქალაქარი.

nika1.jpg

nika2.jpg

 

ველით თქვენს ნამუშევრებს!

:)

 

 

» კატეგორიაში დილის ეთერი | 3024 კომენტარი

დილის ფოსტა - პირველი კონვერტი :)

Posted on May 14, 2008

dilisposta.gifჩვენი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ ყუთში პირველი კონვერტი დამხვდა. :)

”დილის ფოსტას” ლითონკონსტრუქციის დასახლებაში (ბინა 161) მცხოვრებმა ქალბატონმა ოლღა ფიროსმანაშვილმა მისწერა.

წერილი სევდიანია, მაგრამ სახალხოდ (თუნდაც ამ ბლოგზე) გამოქვეყნებამ შეიძლება შედეგი მოიტანოს. მარტოხელა დედა განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს.

მოკლედ, მე აღარ გავაგრძელებ, შეგიძლიათ თავად წაიკითხოთ ეს წერილი და თუ თვლით, რომ შეგიძლიათ აქ ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთის მოგვარებაში მაინც დაეხმაროთ ქალბატონ ოლღა ფიროსმანაშვილს, იმედი მაქვს ასეც მოიქცევით:

olga.jpg

» კატეგორიაში დილის ეთერი | 2121 კომენტარი

თითებით შესრულებული შედევრები.

Posted on May 11, 2008

ბევრი რამ შეიძლება გააკეთო თითებით… ის არ მიგულისხმია რაც ახლა გაიფიქრეთ :)

თითების თეატრი მინახავს, ასევე ჩრდილების თეატრი, თითებით შესრულებული მოქმედებები, მაგრამ ის, რაც ამ გვერდზე ვნახე მართლაც ძალიან ორიგინალურია.

 http://fenyu.org/human-creative-painting

ამაში თავადაც დარწმუნდებით.

titebi.jpg

» კატეგორიაში დილის ეთერი | 1780 კომენტარი

9 მაისი - გამარჯვების დღე

Posted on May 9, 2008

may9.jpg9 მაისი : აღინიშნება რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო. 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ - 1965 წლის 26 აპრილს.” (ka.wikipedia.org)

ძალიან ბევრი ქართველი იბრძოდა, ბაბუაჩემიც კი :)

ვულოცავთ ყველა ვეტერანს ამ დღეს და აქვე გთავაზობთ ონლაინ რესურსებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება.

www.obd-memorial.ru

ეს არის ბაზა, რომელშიც შესულია მეორე მსოფლიო ომში დაკარგული და დაღუპული ადამიანების მონაცემები. საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელია თქვენი დაკარგული ნათესავის/ახლობლის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია. ბევრი ქართველის გვარი აღმოვაჩინე ამ მრავალათასიან სიაში.

თუ მეორე მსოფლიო ომის შესახებ გაინტერესებთ ინფორმაცია, მაშინ ეს გვერდი დაგეხმარებათ:

www.worldwar-2.net

ყველა თარიღი და მოვლენაა დაფიქსირებული.

ეს კი ფოტოგალერეა, სადაც ფერებში შეგიძლიათ დაინახოთ ის შავთეთრი და ავადსახსენებელი პერიოდი:

www.ww2incolor.com

და კიდევ ერთი საიტი, რომელიც ალბათ ასევე საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დაკარგულ ახლობლებს ეძებს:

www.peoplefinderworldwide.com

:)

გილოცავთ!

» კატეგორიაში დილის ეთერი | 1281 კომენტარი

ბინა - bina.rustavi2.com

Posted on May 9, 2008

2007 წლიდან “რუსთავი 2”-ის ეთერში გადის ყოველკვირეული გადაცემა - ‘ბინა’. პროექტში მონაწილეობას იღებენ ინტერიერის წამყვანი დიზაინერები და კომპანიები. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია… ჩვენ ყველაფერს უფასოდ ვაკეთებთ - ეს ჩვენი საჩუქარია. საჩუქარს იღებს ის, ვინც არის ენერგიული, შემოქმედებითი, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანი.

ამჯერად წარმოგიდგენთ პროექტის ოფიციალურ გვერდს:

bina.rustavi2.com

აქ გაეცნობით ყოველი ახალი გადაცემის ანონსს, ნახავთ ფოტო და ვიდეო მასალას. გაიცნობთ დიზაინერებს, რომლებიც გემოვნებით ასრულებენ ამოცანას და რეალური შოუს მონაწილეებს თანამედროვე სტილის ინტერიერს სჩუქნიან.

გაიცნობთ წამყვანს, მზია შარაშიძეს.

და რაც მთავარია - განაცხადი, რომლის შევსების შემდეგ თავად შეგიძლიათ პროექტში მონაწილეობის მიღება.

binaaaaaa.jpg

» კატეგორიაში დილის ეთერი | 1588 კომენტარი

დილის ფოსტა, პირველი გამოხმაურება :)

Posted on May 9, 2008

dilisposta.gifბატონი ვაჟა ოქრუაშვილი გვწერს:

” მე ვაჟა ოქრუაშვილმა და მთელმა საქართველოს ბავშვებმა პროტესტი უნდა გამოვაცხადოთ: ჩვენ არ გვსიამოვნებს, რომ ამდენი სერიალია და მულტმილმეფბს ადგილს ვეღარ უძებნით, ამიტომ მე და საქართველოს ბაცშვების სახელით გატყობინებთ, რომ ჩვენ მოვითხოვთ სერიალების შემცირებას და ახალი მულტფილმების გაშვებას.
დილა მშვიდობის გადაცემაში, როდესაც გადის ხოლმე მულთფილმი, არის სადღაც 15წუთი და არ მოგვწონს, ამიტომ ამის ნაცვლად გააუქმოდ ეს გაზეთების წაკითხვა და შემდეგ ბლოკში გადაიყვანეთ და 8საათიდან 8.30წუთამდე იყოს სრულყოფილი და ახალი მულთფილმები.”

გვანცა ჯღარკავა გვწერს:

”ესეიგიიიიიი თქვენი გადაცემის ყურება მინდა ცხოვრებაში ერთხელ თავიდან ბოლომდე, მაგრამ რად გინდა? იოცნებე ტყუილად?

ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით დილით სკოლა, ჰოდა შაბატ-კვირას არ გადიხართ, ხოდა არც ამ სკოლას მაცდენინებენ რომ ვუყურო რა :))))

ისე რაც მტავარია ვუყურებ ხოლმე ჰოლივუდის სიაახლეებს, ბავშვები 402 ოტახიდან და გურიჩას ინტერნეტ ამბებს :D თუმცა მაგ დროს უკვე თმებს ვიკეთებ და ვერ ვუყურებ ხოლმე ბოლომდე :D ჰოდა რისი თქმა მინდოდა, რატომ დავწერე ამდენი რომ, ძალიან სყვარლები ხართ და უსაყვარლესები :P

კარგი კოლექტივი ხართ და აბა თქვენ იცით, ასე გააგრზელეთ , მიყვარხართ!

ერთი სიყტვით, ველით თქვენს წერილებს. ყუთი უკვე დავამონტაჟეთ რუსთავი2-ის შენობის პირველ სართულზე. :)

”დილის ფოსტა”

dila@rustavi2.com

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″
თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი 45,

0177

» კატეგორიაში დილის ეთერი | 207 კომენტარი

დილის ფოსტა

Posted on May 7, 2008

dilisposta.jpg

სიახლე ჩვენს საიტზე და შესაბამისად ჩვენს დილის ეთერში.

”დილის ფოსტა”

ველით თქვენს წერილებს მისამართზე dila@rustavi2.com

მოგვწერეთ ნებისმიერ თემაზე, რისი ნახვა გსურთ დილის ეთერში. გარდა ამისა თუ გაქვთ საინტერესო ისტორია, თემა, რომელიც შეიძლება გაშუქდეს ჩვენი ჟურნალისტების მიერ.

ასევე ველით თქვენს ავტობიოგრაფიებს. თუ ეძებთ სამსახურს და გსურთ ხმა მიაწვდინოთ პოტენციურ დამსაქმებელს, მოგვწერეთ.

გარდა ელექტრონული კომუნიკაციისა, ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ წერილები მისამართზე:

”დილის ფოსტა”

გადაცემა ”დილა მშვიდობისა საქართველო”

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″
თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი 45,

0177

ან შეგიძლიათ თქვენი წერილები მოათავსოთ სპეციალურ ყუთში, რომელიც დამონტაჟებულია რუსთავი2-ის შენობის პირველ სართულზე.

მოკლედ, ველით გამოხმაურებას. :)

» კატეგორიაში დილის ეთერი | 1818 კომენტარი

ქართულ-აფხაზური მეგობრობა online

Posted on May 5, 2008

abkhgeo.gif

რას ეტყოდით აფხაზ/ქართველ ხალხს თხუთმეტი წლის შემდეგ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეგიძლიათ ბლოგზე

abgeo.blogspot.com

ამ გვერდს ახლახანს მივაგენი, არა და აშკარად ეტყობა, რომ არაა ”გუშინ” გაკეთებული, უკვე ბევრი თემაა განხილული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გარშემო. აქვეა უამრავი კომენტარი ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

მოდი, ერთად გავცეთ ამ კითხვას პასუხი.

საინტერესო ბლოგია.

იმედი მაქვს მალე ეს თემა აღარ იქნება აქტუალური და ქართულ-აფხაზურ მეგობრობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დააყენებენ.

» კატეგორიაში დილის ეთერი | 2565 კომენტარი

Evanescence-ის ქართული ფანკლუბი

Posted on May 5, 2008

evan.gifბევრ არაქართულ ჯგუფს ჰყავს საქართველოში ფანები, მაგრამ იშვიათად ვხვდებით ქართველი ფანების მიერ გემოვნებით შექმნილ ონლაინ ფანკლუბებს.

ჯგუფი Evanescence ამ გამონაკლისთა სიაში მოხვდა. ქართველმა ”მოყვარულებმა” ჯგუფის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მოიძიეს, თარგმნეს და ინტერნეტში განათავსეს.

http://evanescence.myweb.ge

ეს გვერდი ზედმეტ კომენტარს ნამდვილად არ საჭიროებს. ყოჩაღ Evanescence-ის ფანებო. :)

» კატეგორიაში დილის ეთერი | 2389 კომენტარი

კოსტაია

Posted on May 5, 2008

kostaia_logo.gifთუ დაკავებული ხართ…
თუ არ იმყოფებით საქართველოში…
და აუცილებლად გჭირდებათ ადამიანი,
რომელიც მიხედავს თქვენს საზრუნავს…
…დაგვავალეთ!

ასეთი განცხადება გვხვდება ახლად ”გამოჩეკილი” ვებ-გვერდის, kostaia.com-ის პირველ გვერდზე.

ნოვაციაა ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ცოტა უცნაური, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო და ორიგინალური სახით წარმოჩენილი.

მოდი ვნახოთ რაზეა საუბარი:

”ჩვენ ვასრულებთ ჩვენი მომხმარებლების დავალებებს, სურვილებსა და ოცნებებსაც კი!

ჩვენს რიგებში ახალგაზრდა, ენერგიული და გამოცდილი სპეციალისტებია, რომლებიც განუწყვეტლივ ზრუნავენ მომსახურების დონის ამაღლებაზე.

Kostaia.com არის უნიკალური მომსახურება, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას დაგვიკვეთოთ ნებისმიერი დავალება საქართველოში მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.”

ხმამაღალი განცხადებაა. :) ოცნებებსაცო… ჰმმ… რა ვინატრო? :)

განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ტურისტული მომსახურებით დაწყებული ბებიასთან შეშის ატანით დამთავრებული თითქმის ყველა სერვისი არვს განსაზღვრული კოსტაიას. და ეს ყველაფერი უკვე ინტერნეტის საშუალებით.

განსაკუთრებით სასარგებლოა უცხოეთში მყოფ ქართველთათვის, რომელთაც დისტანციურად შეუძლიათ მიხედონ საკუთარ ოჯახებს.

რასაც ჩვენ ვერვ ვახერხებთ, ან უბრალოდ რისი გაკეთებაც გვეზარება, დღეიდან კოსტაია გაგვიკეთებს. :)

ვნახოთ. :)

» კატეგორიაში დილის ეთერი | 1629 კომენტარი

შემდეგი გვერდი »


  • PSP
  • ტელეფოსტა
  • ტელეფოსტა
  • gamarjoba samkaro
  • gamarjoba samkaro
  • ტელეფოსტა
  • ტელეფოსტა
  • ტელეფოსტა
  • ტელეფოსტა
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
  • georgian business news
  • ბარი